სანდოობა და პასუხისმგებლობა

სარედაქციო პოლიტიკა

სიზუსტე

ვაქვეყნებთ გადამოწმებულ ინფორმაციას, ერთმანეთისგან ვყოფთ ფაქტს, ინტერპრეტაციასა და მოგონებას და პირველწყაროს უპირატესობას ვანიჭებთ.

წყაროები და გამოსახულებები

შესაძლებლობის ფარგლებში ვუთითებთ დოკუმენტის, ფოტოსა და ვიდეოს ავტორს, არქივს და გამოყენების კონტექსტს. ხელოვნურად შექმნილ ვიზუალს მკაფიოდ ვნიშნავთ.

შესწორებები

არსებითი შეცდომა სწორდება სწრაფად და გამჭვირვალედ. სტატიის ბოლოში ვტოვებთ შესწორების თარიღსა და მოკლე ახსნას; ჩუმად მხოლოდ ტექნიკურ ან ენობრივ ხარვეზს ვასწორებთ.

დამოუკიდებლობა და დაფინანსება

სარედაქციო გადაწყვეტილებას არ განსაზღვრავს დამფინანსებელი ან პარტნიორი. დაფინანსებული მასალა მკაფიოდ იქნება მონიშნული. ინტერესთა კონფლიქტს ვაცხადებთ.

კონტაქტი

შეცდომის, წყაროს ან საავტორო უფლების საკითხზე მოგვწერეთ: editorial@ambavimedia.ge