კონფიდენციალურობა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

01 / მონაცემები

AMBAVI.MEDIA-ს აპში ანგარიშის შექმნა საჭირო არ არის. აპი მოწყობილობაზე ინახავს მხოლოდ მკითხველის მიერ შენახული სტატიების სიასა და ბოლოს ჩამოტვირთულ საჯარო მასალებს, რათა კითხვა ოფლაინ რეჟიმშიც იყოს შესაძლებელი.

02 / შეტყობინებები

თუ მკითხველი ნებართვას გასცემს, აპი იღებს ანონიმურ push token-ს ახალი მასალების შესახებ შეტყობინებების მისაღებად. token არ შეიცავს სახელს, ელფოსტას ან ტელეფონის ნომერს და შეტყობინებების გამორთვა მოწყობილობის პარამეტრებიდან ნებისმიერ დროს შეიძლება.

03 / მესამე მხარეები

ვიდეომასალა შეიძლება ჩაიტვირთოს YouTube-ის ჩაშენებული დამკვრელით, ხოლო push-შეტყობინებები — Expo-ს ინფრასტრუქტურით. ამ სერვისებზე მოქმედებს მათი შესაბამისი კონფიდენციალურობის პირობები. AMBAVI.MEDIA მკითხველის მონაცემებს არ ყიდის.

04 / საიტზე შენახული ამბები

ვებსაიტზე შენახული სტატიების სია, ტექსტის ზომა და კითხვის რეჟიმი ინახება მხოლოდ შენს ბრაუზერში. სხვა მოწყობილობაზე ეს პარამეტრები ავტომატურად არ გადადის. მათი წაშლა ბრაუზერის მონაცემების გასუფთავებით შეგიძლია.

05 / ელფოსტის გამოწერა

გამოწერისას ვინახავთ შენ მიერ მითითებულ ელფოსტას. მას ვიყენებთ გამოცემასთან დაკავშირებული წერილებისთვის. გამოწერის გაუქმების ან მონაცემის წაშლის მოთხოვნა შეგიძლია გამოგვიგზავნო მისამართზე editorial@ambavimedia.ge.

პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები

AMBAVI.MEDIA-ს შესახებ